უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: დამწყები ბლოგერი დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ჩრდილოეთ კორეასა და სადამის ბუნკერზე

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ბრძოლის ველზე რუსული არმიის წარუმატებლობის მიუხედავად, უკრაინის „კაპიტულაციაზე“ საუბრობს.

„დამწყები ბლოგერი დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერზე, სადაც ის დაიმალება და მიეჩვევა იმას, რომ „რუსებს ჯერ უკან არ დაუხევიათ“, – აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.