მამუკა მდინარაძე: არანაირი ხუთი პარტია, რომელიც რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს, არსებობს ერთი „ნაცმოძრაობა“

არანაირი ხუთი პარტია, რომელიც რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს, არსებობს ერთი ნაცმოძრაობა, რომელიც შედგება „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ და პარლამენტის გარეთ ეს არის მოძრაობა „დროა“ და ზურა ჯაფარიძის „გირჩი“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხუთი პარტია აანონსებს პირდაპირ შენობებში შეჭრას, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, რაც გამორიცხულია.

„არანაირი ხუთი პარტია, რომელიც რადიკალურ მოძრაობაშია ჩართული, არ არსებობს, არსებობს ერთი ნაცმოძრაობა, რომელიც შედგება „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ და პარლამენტის გარეთ ეს არის მოძრაობა „დროა“ და ზურა ჯაფარიძის „გირჩი“. ეს ხუთი პარტია აანონსებს პირდაპირ შენობებში შეჭრას, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, რაც გამორიცხულია. ვერ მიხვდნენ, რომ არ არის 2003 წელი და სახელმწიფო შედგა. ვაშაძის პოზიცია არის რადიკალიზაციის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურიც და მცდელობაც“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.