თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

ქართველმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში, 57კგ. წონით კატეგორიაში რუსი სპორტსმენი საიან ხერტეკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

28 წლის ვახტანგ ჩიდრაშვილი საქართველოს საუკეთესო სამბისტია. მან 2013 წლიდან 5-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. 4-ჯერ ევროპის პირველობის გამარჯვებულია.

კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ რამდენიმე მედალი მოიპოვეს. ლევან ნახუცრიშვილმა (74კგ.) და გივი ნადარეიშვილმა (52კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლები მოიპოვეს – პაატა ღვინიაშვილმა (90კგ.) და მინდია ლილუაშვილმა (68კგ.). ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე ნინო ოძელაშვილმა (72კგ.)