დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი მოკლეს

დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი მოკლეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ქალი მარტო ცხოვრობდა. ახლობლებმა ის მას შემდეგ მოიკითხეს, რაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მეზობლების ინფორმაციით, ქალს ხელები დამტვრეული აქვს და სხეულის დაზიანებები აღენიშნება.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2018 წელს 22 ქალი მოკლეს, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7. გასულ წელს რეგისტრირებულია ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი, საიდანაც 11 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი.