19 ივნისი საქართველოში მამის დღე აღნინიშნა

19 ივნისს მამის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები დაიგეგმა მზიურში. ღონისძიების შესახებ Facebook-ზე ანონსიც გავრცელდა. ღონისძიებაზე, რომელიც ახალ მზიურში გაიმარა 17 საათზე დაიწყო დამოზარდმაყურებელთა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი “შოუ ზღაპართა ქვეყანაში.

მამის დღის აღნიშვნას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე კერძო კომპანიები შეუერთდნენ. წელს, პირველად, მამის დღე თელავსა და ზუგდიდშიც აღინიშნა: თელავში, წიგნის მაღაზია “ბიბლუსში”, მწერალი ტორესა მოსიმ მკითხველთან გამართა შეხვედრა, სადაც წაიკითხა ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნი “იავნანა ლილისთვის”, ხოლო ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში, მწერალი ზვიად კვარაცხელია იმავე წიგნით შეხვდა პატარა მკითხველს. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბურ ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care. კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლის იანვრის თვიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მამების დღე პირველად საქართველოში 2015 წლის 19 ივნისს აღინიშნა.