ცოლზე სისტემატური ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

ცოლზე სისტემატური ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან – დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

​დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.