ლაგოდეხში მიწისძვრა მოხდა

ლაგოდეხში მიწისძვრა მოხდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნინიგორის თემის სოფელ ხიზაბავრაში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები პირველად 20:38 საათზე დაფიქსირდა.

მეორედ მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა, 21:09 საათზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.