თელავში ქალი მოკლეს

თელავში ქალი მოკლეს

თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ქალი მოკლეს. შემთხვევა ქალის საცხოვრებელ სახლში მოხდა. დანაშაული სავარაუდოდ მისმა ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა.

ასევე დაჭრილია ყოფილი ქმარი, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანება მიიყენა და სუიციდი სცადა. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.