მოჭდავე ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მოჭდავე ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობს. აღსანიშანვია, რომ ამ ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა. პეტრიაშვილმა ფინალში (125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.