ყვარლის მერიამ მშენებელი კომპანია 26 446 ლარით დააჯარიმა

ყვარლის მერიამ მშენებელი კომპანია 26 446 ლარით დააჯარიმა

ყვარელში N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ორივე პროექტს შპს „დამბა“ ახორციელებს და რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩება შპს „დამბა“ 26 446 ლარით დაჯარიმდა.

„ორივე პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ეხება ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და სკოლამდელი აღზრდის ასაკის მქონე ბავშვებს. ჩვენ ვიმოქმედეთ კანონით დადგენილი წესით და გვინდა, რომ ეს იყოს მაგალითი თითოეული კომპანიისთვის, რომელიც დროულად არ შეასრულებს პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.