აწუნთის უღელტეხილზე გადასულმა ელიზაბეთ რუდმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა

აწუნთის უღელტეხილზე გადასულმა ელიზაბეთ რუდმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აწუნთის უღელტეხილით თუშეთიდან ხევსურეთში გადავიდა. ელიზაბეთ რუდმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ მიზნის მისაღწევად – იქნება ეს უღელტეხილზე გადასვლა, თუ დემოკრატიის შენარჩუნება, ყოველთვის წინ უნდა მივისწრაფოდეთ.

„ჩვენ ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ წინ, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, იქნება ეს აწუნთის უღელტეხილით შატილში გადასვლა თუ ჩვენი დემოკრატიების სიმტკიცისა და ენერგიულობის შენარჩუნება. „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუდის ეს განცხადება აშშ-ის საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა. დიპლომატი საქართველოში მოგზაურობისკენ მოწოდებით გამოდის.