ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე გიორგი რურუა დააკავეს

გიორგი რურუა

გიორგი რურუას ავტომობილი, დიღმის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია

ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი

ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე გიორგი რურუა დღეს თბილისში დააკავეს. 

Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.