საფრანგეთში ყვარლელი მორაგბე 28 წლის ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა

საფრანგეთში ყვარლელი მორაგბე 28 წლის ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი მორაგბე, 28 წლის ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. ფედერალ 1-ის კლუბ „გროლეს“ ქართველმა ლეგიონერმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ბექა ყვარლის რაიონის სოფელ შილდიდან იყო. მას საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია.

მორაგბის გარდაცვალების გამო „გროლეს“ და „ლავორს“ შორის თამაში აღარ შედგა.