როგორ ვასწავლოთ გარემოს დაცვა

ჩვენი სტუმარი პანკისის მწვანე კლუბის აქტივისტი ბექხარ ტოხოსაშვილის. ბექხარი 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით ღონისძიებებში და ის თავის თანატოლებთან ერთად იცავს ხეობას ბრაკონიერებისგან , ასევე ატარებს ტრენინგებს და თვლის რომ ქვეყნისდა მსოფლიოს გარადჩენის გასაღები გარემოს დაცვაშია. ხოლო გადარჩენის გასაღები კი სკოლაში უნდა შევიტანოთ რათა მოზარდებმა ისწავლოს გარემოს დაცვა

ამბობთ, რომ ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებასა და გარემოს დაცვით ინტერესებს შორის არსებული კონფლიქტის პროვოცირებას და მოდელირებას სწავლის პროცესშივე იწყებთ?

სწორედ ასეა. მსოფლიოში სხვადასხვა ეპოქაში მიდგომები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თავიდან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია გარემოს დაცვისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა. მაგრამ განვითარებული ქვეყნების ეს ამბიცია ძნელი მისაღებია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მათთვის ეკონომიკური წინსვლა და ზოგჯერ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა პრიორიტეტული. ამიტომ გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი. მე არ მგონია, რომ სოციალური საკითხების გათვალისწინება პირდაპირ მიგვიყვანს მდგრად ეკონომიკამდე, მაგრამ მგონია, რომ ამ ორი მიმართულების დაკავშირება შესაძლებელია. მთავარია, ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ.

როდესაც კონფლიქტს ასეთი მასშტაბი და საფასური აქვს, ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება, მაგრამ დისკუსიებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ჩვენ სწორედ ერთმანეთთან დიალოგს ვაჩვევთ ჩვენს სტუდენტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ არ შეგვიძლია პრობლემების გადაწყვეტის სწორი გზის სწავლება. ამიტომ მთავარი, რასაც მათ ვასწავლით, ერთად მუშაობაა. ვფიქრობთ, ესაა მწვანე პედაგოგიკის არსიც.

რაც შეეხება გოეთეს ინსტიტუტთან ერთად მიმდინარე პროექტს, ის ერთი წლის წინ საზაფხულო სკოლით დაიწყო. შეიკრიბნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლებიდან ახალგაზრდები და მათ დაიწყეს ცოდნის გაზიარება. მოგვიანებით კი უკვე ინტეგრირებული სწავლების მოდელის დანერგვაც დავიწყეთ რეგიონებში.

რასაც ვიცნობთ, ის გვიყვარს და რაც გვიყვარს, იმას ვიცავთეს იყო კონფერენციაზე თქვენი გამოსვლის ერთერთი გამხსნელი ფრაზა, ხომ არ ფიქრობთ, რომ გარემოსდაცვითი სწავლების პროცესი საკლასო ოთახებსაც უნდა გასცდეს?

თანამედროვე ტექნოლოგიები ანაცვლებს ფიზიკურ აქტივობებს. ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ჩართული ახალგაზრდები ნაკლებ დროს ატარებენ ბუნებაში. სმარტფონებით აღჭურვილ გოგონებსა და ბიჭებს ზოგჯერ ძნელად წარმოუდგენიათ, რა ხდება გარეთ. ავსტრიაში კვირაში ერთხელ ერთი საათით, ე.წ. ჰაერზე ყოფნის გაკვეთილი ტარდება. და ისედაც, რატომ უნდა ვაჩვენო მოსწავლეებს ხეები ბიოლოგიის წიგნში, როდესაც შემიძლია ისინი ეზოში გავიყვანო და ამ ხეების ძირში დავსვა? ჩემთვის მთავარი არაა იცოდნენ, რა ჰქვია ამა თუ იმ სახეობას, მთავარია იცოდნენ, რომ ის გარემოს ნაწილია და სიამოვნებდეთ, უყვარდეთ იქ ჯდომა.  .

როდესაც ვამბობ, რომ ბუნება კარგი ცხოვრების გარანტია, არ ვგულისხმობ, რომ ყველამ უნდა მიატოვოს ურბანული გარემო. შესაძლოა ვცხოვრობდე ვენის მსგავს დიდ ქალაქში, მაგრამ იქ, სადაც ვიცხოვრებ ბევრი სიმწვანე იყოს და ჩვენს სიახლოვეს იყოს თუნდაც პატარა პარკები. არაა აუცილებელი ერთი ცენტრალური პარკის არსებობა. შესაძლებელია ჩვენს საცხოვრებელ, ცენტრალურ უბნებში იყოს ბაღები.

რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე პედაგოგიკის სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში თანმიმდევრული, უწყვეტი ინტეგრირება?

კანონმდებლობაში, როგორც წესი, მსგავსი ინტეგრაციები გათვალისიწნებულია ხოლმე, მაგრამ ამას პრაქტიკაში ხშირად ვერ ვხედავთ. თუნდაც ავსტრიაში არის ასეთი პროგრამა „ეკოლოგი“, რომელიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში „მწვანე საკითხების“ შეტანას გულისხმობს. მაგრამ ავსტრიის 8000-მდე სკოლა-ბაღიდან პროექტში მხოლოდ 500 სკოლა და საბავშვო ბაღია ჩართული. შეიძლება ზოგიერთი პრობლემა მოვაგვარეთ – სკოლაშივე ისწავლეს ბავშვებმა ნარჩენების დახარისხება და სწორი მართვა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიეჩვივნენ ენერგიის დაზოგვას და ა.შ. ცალკეული ინიციატივები კარგია, მაგრამ თუ უფრო ფართო კუთხით მიდგომები არ შეიცვლება, ძნელია, დიდი შედეგის მიღწევა.

თუ ჰყავს თქვენს საქმიანობას სკეპტიკოსები და რას პასუხობთ ხოლმე მათ?

გარემოსდაცვით განათლებას ზოგი ნამდვილად ეჭვის თვალით უყურებს და ეს კარგიცაა იმიტომ, რომ მათთვის პასუხის გაცემისას ჩემი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი ხდება.

ყველაზე დიდი სკეპტიკოსები ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ეკონომიკური ინტერესებია უპირატესი. მაგრამ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება, იშვიათი სახეობების გაქრობა და მსგავსი თემები მნიშვნელოვანი არ არის და გარემოს არ სჭირდება დაცვა. ამიტომ ისევ მხოლოდ და მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია გადაკვეთის წერტილების პოვნა.