4 თებერვალს ზალკანიანი ვაშინგტონს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა. საგარეო უწყების ცნობით, ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

“ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან” – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტი 7 თებერვლამდე გაგრძელდება