საკრებულომ ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის განხილვა დაიწყო

 Views: 96

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის – გენერალური, განაშენიანებისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალურ გეგმების განხილვა დაიწყო.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ  განიხილა.

კომისიამ სხდომაზე, რომელსაც არასამთვრობო, სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ, გენერალური, განაშენიანებისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალურ გეგმებზე შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინა.