გია ხუხაშვილი – „ოცნების“ კონკურენტი ნაცები კი არა, სხვა პარტიები არიან, რომელთაც შეიძლება შეიწოვონ ეს ამომრჩეველი“

გია ხუხაშვილი IRI-ის კვლევებს აანალიზებს:

„პოლიტიკური ველი ელექტორალური თვალსაზრისით სქემატურად ასეთია:
1. ოცნების ამომრჩეველი.
2. ნაც.მოს და ევროპული საქართველოს ამომრჩეველი.
3. სხვა პარტიების ამომრჩეველი.
4. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი.
ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს, რომლისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს, არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არ არის მზად დაბრუნდეს წარსულში. შესაბამისად, ნაც. მოს და ევროპელების მნიშვნელოვანი ელექტორალური ზრდა შეუძლებელია.
ხელისუფლება კი ამ სეგმენტს განიხილავს საკუთარ სამობილიზაციო რესურსად. შეეცდება ისინი დატოვოს ორპოლუსიანი, ნეგატიური არჩევანის პირისპირ და ბოლოს ცხვრებივით თავის სასარგებლოდ მიაცემინოს ხმა.
შესაბამისად, ამ ბრძოლაში ოცნების კონკურენტი ნაცები კი არა, სხვა პარტიები არიან, რომელთაც შეიძლება შეიწოვონ ეს ამომრჩეველი და ხელისუფლება დატოვონ იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამომრჩევლის გარეშე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მათი გამარჯვება.
მოკლედ, ნაც.მო. და ევროპული საქართველო ყველა ერთის წინააღმდეგ ტიტანიკის მშენებლობით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, პირიქით, ფრონტის გაშლას უნდა უწყობდნენ ხელს, რაც არის ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი ფორმულა.