დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა. საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“. გარდა ამისა, პირველკლასელებმა საჩუქრად იაკობ გოგებაშვილისვრცლად

„პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად კი ამაზონის აუზში, 9500 ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს, მეცნიერებმა ბრაზილიაში 74 000-ზე მეტი ხანძარი აღრიცხეს. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე; მაშინ მხოლოდვრცლად

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ შექმნილი ვიდეო „გამოდი გარეთ!“ უჩვენეს. „ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეო შეკითხვით, რომელსაც თქვენ იხილავთ ეკრანზე და პასუხს ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს დღეს ხალხი. მოითხოვს მთელი ქვეყანა. საზოგადოებას აინტერესებს რატომ და ვინ არისვრცლად

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აწუნთის უღელტეხილით თუშეთიდან ხევსურეთში გადავიდა. ელიზაბეთ რუდმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ მიზნის მისაღწევად – იქნება ეს უღელტეხილზე გადასვლა, თუ დემოკრატიის შენარჩუნება, ყოველთვის წინ უნდა მივისწრაფოდეთ. „ჩვენ ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ წინ, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, იქნება ეს აწუნთის უღელტეხილით შატილში გადასვლა თუ ჩვენივრცლად

მამუკა ჭიკაძის ფოტო, 2018 წ. გომბორის გზაზე მომხდარი ავარია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც საბავშვო ბაღებისა და სკოლების ღონისძიებების დროს მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხებს არეგულირებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განმარტებით, ექსკურსიებთან მიმართებაში გახშირებულმა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, განსაკუთრებითვრცლად

ფოტო © გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნის დღიდან დღემდე, ათ დღეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოავლინეს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, აკრძალული საშუალებებით 88 ადამიანმა ინადირა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დააფიქსირეს. კახეთში უკანონო ნადირობის 5,ვრცლად