თელავის რაიონულმა სასამართლომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 11 სექტემბერს, ქალაქ ახმეტაში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.გ-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – მ.მ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და თავისვრცლად

ქვეყნის მაშტაბით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრების დევნა მიმდინარეობს . „ქართული ოცნება“ ძალას არ იშურებს ენმ ს გასანადგურებლად, რათა ქვეყანაში აღარ ისმოდეს ოპოზიციური აზრი. მორიგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა ახალციხის ენმს აქტიური წევრი შოთა მარტინენკო, რომელსაც 4 დღის წინ თავს დაესხა ქართული ოცნების ხალხი. იმ დღეს შოთა თავის მეუღლესთან ნინო ბაგაურთანვრცლად

გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, რომელიც პანკისი ეკო კლუბმა ბრაკონიერობაში ამხილა, თანამდებობა დატოვა. ღვედაშვილის განცხადებით, მას დათვზე უკანონო ნადირობაში არასდროს მიუღია მონაწილეობა და არც მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველების მოკვლასთან კავშირს ადასტურებს, მაგრამ პროკურატურის იმიჯზე ზრუნავს და ამიტომაც მიმართა მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდანვრცლად

ახალი ამბები– 13.08.2013 არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იზიარებს “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცესკო არასწორად ინტერპრეტირებს კონსტიტუციას, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. “ეს საკითხი, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არის ცალსახა და მართლა მიკვირს, რატომ იწვევს გაუგებრობას. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მაგ მოტივით ეტყვიანვრცლად