განათლების კოალიცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წლიდან ახორციელებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს კონკურსს. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

 

პროექტის ერთ-ერთ აქტიური მხარდამჭერია კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი (ctc), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი მეხუთედ ტარდება და მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 1 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. რჩეული მასწავლებლის წარდგენა/ნომინაცია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჯილდოს ვებ-გვერდის საშუალებით. გასულ წლებში 6500 მასწავლებელი იყო ნომინირებული.
აპლიკაციისთვის მიჰყევით ბმულს:

By