27 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს მონტე შარვაშიძეს საკუთა ბინაში თავს დაესხნენ.
როგორ დაზარალებულის ახლობლები მედიასთან საუბრის დროს აღნიშნავენ ორი უცნობი პირი შეიჭრა მონტე შარვაშიძეს საცხოვრებელ სახლში და მასზე მოახდინეს ფიზიკური ძალადობა. მალევე კი თავდამსხმელებმა შეძლეს მიმალვა.
დაზარალებულის განცხადებით, არ იცნობს თავმდასხმელებს.
იგი მძიმე დაზიანებებით იქნა გადაყვანილია ს.ხენჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.