უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 223 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა უკვე 400-ს აღემატება.
„7 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 223 ბავშვი დაიღუპა, 410 კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.