უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ბრძოლის ველზე რუსული არმიის წარუმატებლობის მიუხედავად, უკრაინის „კაპიტულაციაზე“ საუბრობს.

„დამწყები ბლოგერი დიმიტრი მედვედევი უნდა ფიქრობდეს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერზე, სადაც ის დაიმალება და მიეჩვევა იმას, რომ „რუსებს ჯერ უკან არ დაუხევიათ“, – აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.

By

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *