ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, სადაც გარდამავალი პერიოდით დაკომპლექტდა ბორდიც, რომლის მიზანი ღია ელექტრონული სისტემით თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებაა. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.

ხაბეიშვილმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს მომავალს ქმნიან.

“თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ვხედავ მომავალში არამხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში. თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, აქტიურად ჩაერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. კონკრეტულ თანამდებობებზე უნდა იყოთ თქვენ. ასეთივე ახალგაზრდა ვიყავი თავის დროზე, როცა სხვადასხვა შეკრებაზე დავდიოდი და არასდროს მიფიქრია, რომ შესაძლოა ერთ დღეს წარმოვადგინო ყველაზე მაგარი ევროპული პარტია საქართველოში. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მე მინდა მადლობა ვუთხრა ასევე საქართველოდან ემიგრაციაში გაქცეულ ახალგაზრდებს… დიახ ისინი გაიქცენენ იმიტომ რომ მათ აქ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხდეს… დიახ ჩვენს მხარდამჭერებს ამ ქვეყანაში ებრძვიან სიცოცხლის წართმევით ემუქრებიან… გაიქცენენ იმიტომ რომ გადარჩნენ … მე მინდა მივმართო ჩვენი პარტიის წევრებს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში გიორგი სიამაშვილს, დავით მღებრიშვილს, გულო სეფიაშვილს, ელდარ მსხილაძეს, ნინო ბუჩუკურს თქვენ როდესაც ჩვენ შევძლებთ ამ ტირანიის დასრულებას აუცილებლად დაბრუნდებით სამშობლოში… არასდროს არ შეგრცხვეთ რომ ამ ქვეყნის შვილები ხართ… გააგონეთ მსოფლიოს თქვენი ხმა, და მოუყევიტ ყველას როგორ ცხოვრობენ საქარტველოში თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები, ძალადობასა და შიშის ქვეშ !

მე მინდა  მოგცეთ პირობა თითოეულ თქვენგანს, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რომ პოლიტიკაში იყოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი თქვენნაირი ლაღი გონების, ჭკვიანი, ხალისიანი, პატრიოტი და მებრძოლი ახალგაზრდები…

– მიმართა ხაბეიშვილმა ყრილობაზე შეკრებილებს.

 

 

By

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *