მაისში საგარეო ვალი 0.6 მილიარდი ლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 1-ელი ივნისისთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორების მიმართ 23.338 მლრდ ლარის ვალი ანუ 7.898 მლრდ დოლარი იყო. დოლარში ვალის მოცულობა 76.2 მლნ-ით  გაიზარდა. ლარში კონვერტირების შემთხვევაში ერთ თვეში ვალი 592.1 მლნ ლარით არის შემცირებული.

სახელმწიფო ვალის უდიდესი წილი მთავრობის ვალია – 7.45 მლრდ დოლარი, 77.8 მლნ დოლარით მეტი  მაისის დასაწყისთან შედარებით.

კლებაა შიდა ვალში ზრდაა – 165.87 მლნ ლარით. 1-ელი ივნისისთვის შიდა ვალის პორტფელი 6.06 მლრდ ლარია.

ჯამში, სახელმწიფოს შიდა და უცხოელი კრედიტორების მიმართ 29.399 მლრდ ლარის ვალდებულება აქვს გასასტუმრებელი.

გასული 1 თვის განმავლობაში  27.4 მლნ დოლარის გასტუმრება მოხდა, 7.3 მლნ დოლარი კი, პროცენტში იყო გადახდილი.

By

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *