ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვიენ ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს.

ღაზაში “ჰამასის” მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქამალ-ადვანის საავადმყოფოში, სულ მცირე, 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად.

“საკვების ნაკლებობის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა”, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

By

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *