"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში

„ძველ­მა თბი­სე­ლებ­მა ქორ­წი­ლიც და გლო­ვაც ორი­გი­ნა­ლუ­რი იცოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით თბი­ლი­სე­ლი მა­ჭანკლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და პრო­ფე­სი­ულ ფე­ნა­საც ქმნიდ­ნენ. ქა­ლის გა­სინ­ჯვა ხში­რად გო­გირ­დო­ვან აბა­ნო­ებ­შიც ხდე­ბო­და. წარ­მა­ტე­ბულ მა­ჭან­კო­ლო­ბას ნიშ­ნო­ბა მოს­დევ­და, ნიშ­ნო­ბას – ქორ­წი­ლი, ქორ­წილს – მზი­თე­ვი, მზი­თევს – ძე­ო­ბა, ძე­ო­ბას ნათ­ლო­ბა“ – აღ­ნიშ­ნავს ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ამ­ჯე­რად ძველ თბი­ლის­ში ქორ­წი­ნე­ბი­სა და ქორ­წი­ლის წე­სე­ბი­სა და ტრა­დი­ცე­ბის თე­მას გან­ვი­ხი­ლავთ.

მზი­თე­ვი

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მზი­თე­ვი ოჯა­ხის შექ­მნის სა­კი­თხში მარ­თლაც რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­და. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში მზი­თევ­მა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო, რად­გა­ნაც ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ვაჭ­რუ­ლი სული, ამ სფე­რო­შიც აი­სა­ხა, მა­გა­ლი­თად, მზი­თე­ვის წა­ღე­ბა იო­სებ გრი­შაშ­ვილს ასე აქვს აღ­წერ­ლი: „წინ ზურ­ნა მი­დის, მერე პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც გულ­ზე მის­ვე­ნე­ბუ­ლი სარ­კე მი­აქვს, ამ სარ­კის ბიჭს ორ-ორი ჭა­ბუ­კი მის­დევს, რომ­ლებ­საც თავ­ზე უწყვი­ათ წყვილ-წყვი­ლი ბა­ლი­ში ფურ­ფუ­შე­ბი­ა­ნი… შემ­დეგ მო­დის მუ­თა­ქე­ბი (ესეც წყვილ-წყვი­ლი)… თი­თო­ე­ულ მუ­თა­ქას თან ახ­ლავს კოხ­ტად და­კე­ცი­ლი სა­ბა­ნი. შემ­დეგ სა­მუ­რა­ბე ტაშ­ტი (ლა­გა­ნი) ხე­ლის ყუთი თა­ვის საწ­ვრილ­მა­ნო­თი, შკა­ფი, კა­მო­დი, მაფ­რა­შა და წყვი­ლი „პოდ­ნო­სის კრა­ო­ტი“… ეს და­სა­ნა­ხად გა­მო­ტა­ნი­ლი მზი­თე­ვი იყო, რო­მე­ლიც „ნე­ფის“ ოჯახ­ში შე­დი­ო­და, და­ნარ­ჩე­ნი კი სიის მი­ხედ­ვით, ბოხ­ჩა­ში და სკივ­რში ლაგ­დე­ბო­და…

ქორ­წი­ნე­ბის ასაკს და დროს ქა­ლი­სა და ვა­ჟის მშობ­ლე­ბი გან­სა­ზღვრავ­დნენ, რად­გან ქორ­წი­ნე­ბა დიდ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მისი მომ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ დიდი ოჯა­ხის მეს­ვე­უ­რებს შე­ეძ­ლოთ…. სა­ნამ საქ­მე ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, უნდა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ნა­პი­რო­ბე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­მორ­ცხუ­ი­ლი­ყო წყვი­ლებს შო­რის 7-9 თა­ო­ბამ­დე ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი – ასე­ვე მკაც­რად იცავ­დნენ სო­ცი­უ­ა­ლურ სტა­ტუსს. და­უშ­ვე­ბე­ლი იყო, თა­ვა­დაზ­ნა­ურს ცო­ლად გლე­ხის ქალი მო­ეყ­ვა­ნა, – ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად, წო­დებ­რი­ვად თა­ნას­წორს ეძებ­და.

რე­გი­ო­ნებს თა­ვი­სე­ბუ­რი აკ­რძალ­ვე­ბი ჰქონ­და, – მთა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი იყო თა­ნა­სოფ­ლე­ლებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა. ასე­ვე არ შე­ი­ძე­ბო­და ერთი ხა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­წყვი­ლე­ბა… სა­ქორ­წი­ნოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქალ-ვა­ჟის შეთ­ვი­სე­ბა ძი­რი­თა­დად ხა­ტო­ბა­ზე, სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, ქორ­წი­ლებ­ში ხდე­ბო­და. დიდ ქა­ლა­ქებ­ში კი – იქ არ­სე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბებ­ზე: კრი­ვი, ჭი­და­ო­ბა, ყა­ბა­ყი და სხვ. მას შემ­დეგ, რაც „სა­ბე­დო“ შე­ირ­ჩე­ო­და, იწყე­ბო­და სა­პატ­რაძ­ლოს „გა­ჩხრეკ­ვა“, ანუ მთე­ლი მისი „ჯი­ში­სა“ და „ჯი­ლა­გის“ შე­მოწ­მე­ბა. არ­კვევ­დნენ, ჰყავ­და თუ არა ახლო სა­ნა­თე­სა­ო­ში თან­და­ყო­ლი­ლი ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ნაკ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ეს იმის­თვის, რომ მათი შთა­მომ­ვა­ლი ჯან­სა­ღი და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. შემ­დეგ ხდე­ბო­და უშუ­ა­ლოდ სა­პა­ტარ­ძლოს შემ­წმე­ბა ფი­ზი­კუ­რი, ასა­კობ­რი­ვი, მო­რა­ლუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ხა­სი­ა­თი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ კეთ­დე­ბო­და, რომ ოჯახს შემ­დეგ­ში და­მო­უ­კი­დე­ბად რჩე­ნა შეძ­ლებ­და და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. თუ სარ­ძლო და­ბა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, თა­ვი­სი­ვე წრის სა­სი­ძოს ური­გებ­დნენ. მა­შინ აქ­ცენ­ტი მის ფი­ზი­კურ ძა­ლა­ზე, ამ­ტა­ნო­ბა­სა და სა­მე­ურ­ნეო უნარ-ჩვე­ვებ­ზე კეთ­დე­ბო­და. მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ურ­ჩევ­დნენ, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, ჯან­მრთე­ლი ქალი შე­ერ­თო: „შვი­ლო, – ხში­რად ეტყო­და მამა თა­ვის ვაჟ­სა, ისე­თი ქალი უნდ შე­ირ­თო, რომ ლო­გინ­ში არ და­გე­კარ­გო­სო“.ასევე დაგაინტერესებთ

მა­ღა­ლი წლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა კი სხვა ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და. არის­ტოკ­რა­ტი­ულ ოჯა­ხებ­ში ვა­ჟის აღ­ზრდას – მის სპორ­ტულ და სამ­ხედ­რო წვრთნას მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ. კი­დევ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და მა­ღა­ლი წრის ქა­ლის აღ­ზრდას.

ნა­ტა­ლია (ნატო) გა­ბუ­ნია-ცა­გა­რე­ლი ხა­ნუ­მას როლ­ში

მა­ჭანკლო­ბა

რო­დე­საც ოჯა­ხი „გან­ჩხრეკ­ვის“ ანუ გა­კი­თხვის შემ­დეგ და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, სარ­ძლოს სა­თხოვ­ნე­ლად შუ­ა­მავ­ლის შე­სარ­ჩე­ვად ზრუნ­ვას იწყებ­და. ხში­რად ამ მო­ვა­ლე­ო­ბას ვა­ჟის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი – ბი­ძე­ბი, მა­მი­დე­ბი, დე­ი­დე­ბი, უფ­რო­სი ძმე­ბი და ნათ­ლი­ე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ. შუ­ა­მავ­ლად შერ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბი გა­რეგ­ნუ­ლად, მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ასეთ პი­როვ­ნე­ბას სარ­ძლოს ოჯა­ხი ან­გა­რიშს უწევ­და. შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცი­ას მთა­ში – მა­მა­კა­ცი ბარ­ში ქალი ას­რუ­ლებ­და.

XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხნი­დან კი პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა „მა­ჭან­კალ­მა“ („მარ­ჯა­კალ­მა“) შეც­ვა­ლა. შემ­დეგ­ში „მა­ჭანკლე­ბი“ კარ­გად გა­რი­გე­ბუ­ლი საქ­მი­სათ­ვის სარ­ფი­ან შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. და­სა­წყის­ში მათი ანაზ­რა­უ­რე­ბა ნა­ტუ­რით ხდე­ბო­და – მა­მა­კა­ცის­თის ხა­რის ტყა­ვი, ქა­ლის­თის – ჭრე­ლი სა­კა­ბე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე ფუ­ლა­დი ანაზ­რა­უ­რე­ბით და­ი­წყეს საქ­მე­ებს მოგ­ვა­რე­ბა.

ქა­ლის გა­სინ­ჯვა

ქა­ლის გა­სინ­ჯვის თბი­ლი­სუ­რი წე­სე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს მისი გა­რეგ­ნო­ბის შე­მოწ­მე­ბის ზო­გი­ერ­თი ისე­თი ჩვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ად­გი­ლებ­ში მოქ­მე­დი წესი არ არის და მხო­ლოდ თბი­ლი­სის­თვი­საა ნი­შან­დობ­ლი­ვი. ესაა აბა­ნო­ში პა­ტარ­ძლის წაყ­ვა­ნი­სა და მა­ჭანკლე­ბის მიერ მისი გა­სინ­ჯვა-შე­მოწ­მე­ბის წესი, რაც გამ­სინ­ჯველ­თა გე­მოვ­ნე­ბის და მი­ღე­ბუ­ლი გა­სამ­რჯე­ლოს შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მის და­დებ­თად თუ უარ­ყო­ფი­თად გად­წყვე­ტის სა­წინ­და­რი იყო. თბი­ლი­სის აბა­ნო­ებ­ში არა­მარ­ტო შერ­ჩე­უ­ლი სა­პა­ტარ­ძლოს ფი­ზი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბო­და, არა­მედ დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ტუჩ-კბი­ლი­სა და პი­რის რღუ­საც უმოწ­მებ­დნენ, რის შემ­დე­გაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ. აბა­ნო­ში­ვე ხდე­ბო­და სა­პა­ტარ­ძლოს შერ­ჩე­ვა, რა­ზეც იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი წერს: „რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ჭან­კა­ლი ქა­ლე­ბი არც აბა­ნო­ში ივი­წყებ­დნენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ას, ბევ­რი ლა­მა­ზი ქა­ლის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლა იქ. ბევ­რი სან­დო­მი­ა­ნი „ქალი და რძა­ლი“ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლა და ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლი აღ­მოს­ჩე­ნია გა­ტიტ­ვლე­ბულ ქალს“.

შეც­ვლი­ლი წე­სე­ბი

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სუ­ლი მმარ­თველ­ბით შე­იც­ვა­ლა, ქარ­თულ ყო­ფა­შიც ბევ­რი რამ სხვაგ­ვა­რად და­ლაგ­და. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლისს შე­ე­ხო. ასე რომ, რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი ტრა­დი­ცია შე­ე­წი­რა. თბი­ლი­სელ­თა ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რილ­მა ახალ­მა ყო­ფამ პა­ტარ­ძლის გამ­ზით­ვე­ბის ტრა­დი­ცი­ა­ზეც იმოქ­მე­და და მა­ხინ­ჯი ფორ­მა მი­ი­ღო. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი იყო და­ბა­ლი ფე­ნის ოჯა­ხებ­ში. გა­სა­თხო­ვა­რი ქა­ლის მთა­ვა­რი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი მისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ნიკო ნი­კო­ლა­ძე ასე მი­მარ­თავ­და სა­ცო­ლე ვა­ჟებს: „ცო­ლის შერ­თვის დროს უფრო ხა­სი­ათ­სა და ზნეს მიჰ­ხე­დეთ, ვიდ­რე – მზი­თევს“. მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დე­ლი ვა­ჟე­ბი მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას უფრო ელტვოდ­ნენ. მზი­თე­ვის სი­ე­ბი დრო­ის და წო­დე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბო­და. მა­ღა­ლი წრის ქა­ლებს ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას­თან ერ­თად, ყმა-გლე­ხებ­საც ატან­დნენ. იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო წიგ­ნე­ბი: „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“, „ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა“, „სი­ტყვის კონა“, „ქი­ლი­ლა და და­მა­ნა“, „ან­ბან­თქე­ბა“, „ღრა­მა­ტი­კა“, „რი­ტო­რი­კა“, „დი­ა­ლექ­ტი­კა“ და სხვ.

მზა­დე­ბა ქორ­წი­ლის­თვის

მხა­რე­ე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სა და მზი­თე­ვის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, სა­სი­ძო სა­ცო­ლეს ბე­ჭედს ან სხვა ნივთს უგ­ზავ­ნი­და. ეს იყო ქა­ლის და­წინ­დვის ნი­შა­ნი. სა­პა­ტარ­ძლოს სა­ნა­ხა­ვად კი სა­ჩუქ­რე­ბით მი­დი­ო­და. ქა­ლის და­წინ­დვი­სა და გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ორი­ვე მხა­რე სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დისს იწყებ­და. ამ სამ­ზა­დის­ში მო­ნა­წი­ლობ­დნენ მე­ქორ­წი­ნე ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი. ქორ­წი­ლის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ვა­ჟის მხა­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო. ამ სა­პა­ტიო მი­სი­ას „ნეფე“ მეჯ­ვა­რეს, ან ნათ­ლი­ას ან­დობ­და. ქორ­წი­ლი უმე­ტე­სად ვა­ჟის ოჯახ­ში იმარ­თე­ბო­და. ოჯა­ხი ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იწყებ­და ეზო-კა­რის მო­წეს­რი­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბას. თუ სტუ­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რი იყო, მა­შინ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ დარ­ბაზს ვა­ჟის ოჯა­ხი გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ქი­რა­ობ­და.

ვანო ხო­ჯა­ბე­გო­ვის ნა­ხა­ტი – ნე­ფის ცეკ­ვა მა­მის საფ­ლავ­ზე

და­ბა­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­თა ქორ­წი­ლი 1-2 დღეს გრძელ­დე­ბო­და, დიდ­გვა­როვ­ნე­ბის – მთე­ლი კვი­რა. სა­ქორ­წი­ნო დროდ შე­მოდ­გო­მა მი­იჩ­ნე­ო­და, კვი­რის დღე­ე­ბი­დან კი – შა­ბათ-კვი­რა. ქორ­წი­ლის წინა დღეს ქალ­სა და ვაჟს თა­ვი­ან­თი ახლო მე­გობ­რე­ბი, მეჯ­ვა­რე­ე­ბი აბა­ნო­ში მიჰ­ყვე­ბო­დენ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გან­ბან­ვა-მო­წეს­რი­ე­ბა­ში. ქორ­წილ­ში ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ რო­გორც წე­რი­ლო­ბით, ისე და­ძა­ხე­ბით. 1840-იან წლებ­ში შეძ­ლე­ბუ­ლი და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლე­თე­ბით ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო ერთი ჩვე­უ­ლე­ბაც – თუ „ნე­ფის“ მამა გარ­დაც­ვლი­ლი იყო, სა­ქორ­წი­ნო ლხინ­ში მო­ნა­წი­ლე ახ­ლობ­ლე­ბი მის საფ­ლავ­ზე მი­დი­ოდ­ნენ, სა­დაც „ნე­ფის“ ცეკ­ვა იმარ­თე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბებს კვლავ ძვე­ლი თბი­ლი­სის მე­ხოტ­ბე იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი გვაწ­ვდის.

ჯვრის­წე­რა იყო ქა­ლა­ქუ­რი ქორ­წი­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი აქტი. XIX სა­უ­კუ­ნის პი­რელ ნა­ხე­ვარ­ში ჯვირ­წე­რა შუ­ა­ღა­მი­სას იმარ­თე­ბო­და, ამას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად უყუ­რებ­და, რის გა­მოც მა­შინდლ მთა­ვარ­მარ­თე­ბელს 1827 წელს მიტ­რო­პო­ლიტ იო­ა­ნეს­თან წე­რი­ლით მი­უ­მარ­თავს, რომ 9 სა­ათ­ზე გვი­ან ჯვრის­წე­რა აღარ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, გა­მო­ნაკ­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში კი, პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნათ. მე­ქორ­წი­ლე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ყა­რა­ჩ­ოღ­ლე­ბი და აშუღ-მუ­სი­კო­სე­ბი სა­ქორ­წი­ლო ლხინს მტკვარ­ზე მო­ცუ­რა­ვე ტი­ვებ­ზე აგ­რძე­ლებ­დნენ. ეს ყვე­ლაფ­რი კი სა­ბო­ლო­ოდ გო­გირ­დო­ვა­ნი აბა­ნო­ე­ბით მთავ­დე­ბო­და.

By admin