აქცია „კითხვის საათი” თელავში

ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?” თელავის კლუბის ხელმძღვანელის და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ორგანიზებით, თელავში, ერეკლე მეორის მიმდებარე ტერიტორიაზე „კითხვის აქცია” მოეწყო. აქციის მიზანს წიგნის კითხვის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. იდეის შესახებ სოციალურ ქსელში დაიწერა, რომელსაც ახალგაზრდები და გამგეობის თამშრომლებიც გამოეხმაურნენ და აქციას შეურთდნენ კიდეც.