სასკოლო ეკო-კლუბის წევრებმა შეხვედრა გამართეს

დღეს თელავის ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” სხვადასხვა ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შეხვედრა გამართეს. ეკო-კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარმოუდინეს, რომელიც ნარჩენების მართვის სხვადასხვა საკითხს მოიცავდა. ასევე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ნარჩენებისგან გადამზადებული ნივთები. საკუთარი ხედვა დამსწრე საზოგადოებას თელავის ნომერ პირველი, მეორე და მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაუზიარეს. ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართულ პრეზენტაციას ქიას საერთაშორისო კავკასიის წარმომადგენლები და დირექტორები ესწრებოდნენ, რომლებმაც ეკო-კლუბის მოსწავლეების სამომავლო გეგმები მოისმინეს.