პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის „ქართულ ოცნებისეულ” ვარიანტს, მათ ავანსად იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ კანონპროექტი შეჯერდებოდა. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ელისაშვილი ამნისტიისთვის მხარდაჭერას აღარ გეგმავს.

„თუ არ იქნება შეჯერებული, რა ვქნათ, ჩვენთვის არაა ეს ამნისტია პრიორიტეტი და ვისთვისაც პრიორიტეტი იყო და ამის გამო შემოვიდა პარლამენტში, იმათმა იმტვრიონ თავი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

By admin