“მაგთი” მომხმარებელს აფრთხილებს – კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აბონენტებს მისდით გამოტოვებული ზარები უცხოეთიდან, კერძოდ კი ეთიოპიიდან, ხოლო ამ ზარების მიზეზი კი, სავარაუდოდ, თაღლითობაა.

“დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519;

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.

ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ,” – ნათქვამია “მაგთის” განცხადებაში.

By admin