ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის, ლატარია, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გამოცხადდება. ინფორმაცია დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე გაჟღერა.

არსებული ცნობით, ლატარია 1 ან 2 სექტემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულზე განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ლატარა მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება ფინანსთა სამინისტროს მიერ. ორგანიზაციული საკითხები მოგვარებულია და ისინი გამოაცხადებენ, თუ როდის დაიწყება გათამაშება, რა ინტენსივობით იქნება და რა პერიოდულობით“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

By admin