უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 223 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 223 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა უკვე 400-ს აღემატება.

„7 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 223 ბავშვი დაიღუპა, 410 კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.