საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ქართული მრავალხმიანობის კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი მეცნიერები ჩაერთნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უპრეცედენტო პროექტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ხორციელდება. იდეის ავტორი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძეა.

„პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2023 წელს დასრულდება. შედეგად, მომზადდება კვლევა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის თანამედროვე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ და გამოიცემა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო ქართულენოვან მასალას დაინტერესებული მკითხველი ელექტრონულ ფორმატში გაეცნობა. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული მეცნიერები კანადიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან და სხვა. ჯგუფის წევრებს შორის არიან: მელბურნის უნივერსიტეტის კონსერვატორიის საპატიო წევრი/თანამშრომელი, დოქტორი იოსებ ჟორდანია; ეთნომუსიკოსი, პედაგოგი და კომპოზიტორი, პედაგოგიკის პროფესორი პოლო ვალეჰოეთნომუსიკოლოგიის დოქტორი, მელბურნის უნივერსიტეტის მსოფლიო მუსიკის გუნდის დირექტორი ნინო ციციშვილი; ეთნომუსიკოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის, მუსიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეროლაინ ბითელი; დამოუკიდებელი მეცნიერი ანდრეა კუზმიჩი; პოტსდამის უნივერსიტეტის გეომეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი ფრენკ შერბაუმიეთნომუსიკოლოგიის დოქტორი მეთიუ ნაითი და სხვა.

პროექტის მიზანია ქართველი და უცხოელი ეთნომუსიკოლოგების თვალით დანახული ქართული მრავალხმიანობის თანამედროვე მდგომარეობის და მისი სამომავლო პერსპექტივების წარმოჩენა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში,