სისხლის საფასურის გაგრძელების ისტორია

ქისტებს განსხვავებული ტრადიციები და ხასიათი აქვთ. როგორც მუსლიმებს ჩვევიათ, დღემდე ინარჩუნებენ უძველეს ტრადიციებს. კავკასიური ოჯახისთვის დამახასიათებელი უფროს-უმცროსობის ადათი ქისტებთან დღემდე შემონახულია.
ქისტური ადათობრივი სამართალი მორგებულია კოლექტიურ საჭიროებებზე და განსხვავდება თანამედროვე მიდგომებისგან, თუმცა, არის ბევრი მსგავსებაც სახელმწიფო სამართალთან“ მაგრამ არის უფრო მწვავეც რომელსაც სახელმწიფო სამართალი უბრალოდ ვერ ჯობნის ამდენი წლის მერეც
ადამიანის მკვლელობა ქისტურ სამართალში მძიმე დანაშაულია. სისხლის საფასური შეფასებულია 60 ძროხად. ან ერთი ადამიანის სიცოცხლედ თუ მკვლელობა ჩადენილია სისასტიკით, მიცვალებულის უპატივცემულობით და სხვა მძიმე შედეგებით, არსებულ სისხლის საფასურს დაემატება 9 ძროხა, ე.ი. ამ შემთხვევაში დამნაშავე იხდის 69 ძროხას, ან ორი ადამიანის სიცოცხლე”

ქალის მკვლელობა კატეგორიულად დაუშვებელია.
მაგრამ ხდება შემთხვევები, როცა ქალის მკვლელობა ხდება სრულიად გაუცნობიერებლად, გაუთვალისწინებლად, შემთხვევით. ასეთ დროს ისლამის კანონით ქალის სისხლი შეფასებულია კაცის სისხლის საფასურის ნახევრად. მაშასადამე, ღირს 30 ძროხა.ან ადამიანის დაჭრად ხეიბრად ქცევა
ორსული ქალის მკვლელობა უდრის ორი ქალის მკვლელობას და მკვლელს ეკისრება ორი ადამიანის სისხლის საფასური”.
ხდება ისეც, რომ მკვლელი გაქცევის დროს თავშესაფარს ეძებს და სხვის ოჯახს აფარებს თავს. ასეთ შემთხვევაში იძულებითი მასპინძელი იძულებულია დაიცვას არასასურველი სტუმარი. მდევრებიც ვალდებულები არიან დაიცვან მასპინძლის უფლება და შეწყვიტონ დევნა, თუმცა, უფლება აქვთ, მოსთხოვონ, გაიყვანოს თავის ოჯახიდან მათი მტერი…”

განსაკუთრებულ სასჯელს იმსახურებს სხვის ომში, მაგალითად, სირიაში ახალგაზრდების გაგზავნა. ეს სიახლეა, ქისტურ ყოფა-ცხოვრებაში ახლად გაჩენილი და რაიმე ადათურ ნორმაში არ ჯდება. მიგვაჩნია, რომ აგიტაცია-პროპაგანდით სირიაში ახალგაზრდის გაგზავნის შედეგად თუ ის იქ დაიღუპა, ეს უდრის მკვლელობას და გამგზავნი უნდა ჩაითვალოს მკვლელად…”
. სისხლის პატიების პროცესი არ უნდა დამთავრდეს უხუცესების, ხეობის ყველა სოფლის მაცხოვრებელთა თხოვნის დაზარალებულების მიერ დაკმაყოფილების შემდეგაც. აუცილებელია მოსისხლეთა შერიგება, დაზარალებულების მეირ დამნაშავეთა პურმარილის მიღება მათ ოჯახში. აქვე უნდა მოხდეს გუშინდელი მტრების დანათესავება, მათი დაძმობილება, ძმადგაფიცვა, რათა მტრობა სამუდამოდ აღმოიფხვრას”.
. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია კაცის ღირსების შელახვის მიზნით შარვლის ჩახდა. ასეთი ქმედება იმდენად შეურაცხმყოფელია კაცისთვის, რომ სამაგიეროს გადახდა ხდება იმავე ქმედებით ან მოკვლით… ამ მუხლის შეტანა ქისტურ სამართალში აუცილებელია, რადგან ამ სახით კაცის ღირსების შელახვას უმთავრესად მკვლელობა მოჰყვება ხოლმე”.
მოსისხლეობა წინა ბლოგშიც განვიხილეთ თეორიულად. ახლა კი გთავაზობთ მოსისხლეობის მაგალითს, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ვითარდება. ხ.ხანგოშვილის წიგნიდან “ქისტების ადათ-წესები”.
“გასული საუკუნის 80-იან წლებში მოკლეს დუისელი მ. მაჩალიკაშვილი გროზნოს მთებში. მას საკუთარი ცხვარი ჰყავდა, ზამთარ-ზაფხულ ჩეჩნეთის ბარსა და მთაში აძოვებდა. უფრო რომ გაადვილებოდათ ცხვრის მოვლა, პანკისელი მეცხვარეები ჩეჩნებსა და ინგუშებს, ასევე ცხვრის პატრონებს უამხანაგდებოდნენ(ნამგალს მონახავდნენ) და ერთად აძოვებდნენ მთებში.
იმ წელს მ. მაჩალიკაშვილს მდ. არგუნის ზემოწელში მთაში ჰყავდა ცხვარი. წინა დღეს ჩეჩენი ამხანაგის ნათესავები ესტუმრნენ, მეორე დღეს დილაადრიან დაეშვნენ ჩეჩნები ბარისკენ, არ დაუცადეს დუისელ მ. მაჩალიკაშვილა და მის ამხანაგს, რომლებიც ასევე აპირებდნენ ცხენებით ბარში ჩასვლას. სანამ ცხენებს ბარგს აჰკიდებდნენ და სამგზავროდ მოემზადებოდენენ, მზემ მაღლა აიწია. საუზმის შემდეგ ქისტებიც გზას დაადგნენ.
სანამ ითუმხალში ჩააღწევდნენ, საკმაოდ დავაკებული ადგილი უნდა გაევლოთ. წინ მიდიოდა მუხმადი და მას მიჰყვებოდა ჯაბრაილი. უცბად თოფი გავარდა და წინ მიმავალი წაიქცა. ამხანაგმა ვერ გაიგო, საიდან მოისმა თიფის ხმა, მდინარე არგუნი სწრაფად მიექანება, უზარმაზარ ლოდებს ეხეთქება და საშინლად ხმაურობს.
ჯაბრაილმა ჯერ კიდევ ცოცხალი ამხანაგი ცხენს გადაჰკიდა და ითუმხალში ჩაიყვანა, იქიდან მანქანით საავადმყოფოში ჩაიყვანეს, მაგრამ მ.მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ეჭვი ამხანაგზე, გარდაცვლილის თანასოფლელზე მიიტანეს და საბჭოური მეთოდებით დაიწყეს დაკითხვები და ძლიერი ზეწოლა, რათა ეღიარებინა დანაშაული. მაგრამ იმდენად აბსურდული იყო მოკლულის ამხანაგის დადანაშაულება მკვლელობაში, რომ მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ დანაშაულის დაბრალება სურდათ უდანაშაულო კაცისთვის. ალბათ, მოახერხებდნენ კიდეც, თუ არა ითუმხლის საბჭოს თავმჯდომარის პრინციპულობა.
მკვლელობის ადგილის დათვალიერებამ შედეგი ვერ გამოიღო, არავითარი სამხილი არ არსებობდა, გასროლილი მასრაც კი ვერ მოიძებნა. მილიციამ მკვლელობის მოტივი და ვერსიაც კი ვერ დაადგინა და დაზარალებულები მიხვდნენ, რომ მათი კაცი იკარგებოდა “საგ ვოუშ ვა” და დაიწყეს ძიება.
ეჭვი ნამგლის(პატრონის) ოჯახზე მიიტანეს, დაადგინეს, რომ საქმეში შესაძლებელია ქალი ყოფილიყო გარეული, მაგრამ გარდა ეჭვისა, არანაირი სამხილი მ. მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობდა. თუნდაც ყოფილიყო რაიმე, მკვლელობა დაუშვებელია, რადგან ქისტური სამართლის არსებობს დასჯის მეთოდები, შეურაცხყოფის ანაზღაურების ჯარიმები და ა.შ.
შედგა ადათობრივი სამართალი. ჩეჩნებმა დაიფიცეს და საქმეც შეწყდა, მაგრამ არა! მაჩალიკაშვილები იძიებდნენ საქმეს და დარწმუნდნენ, რომ მათი კაცი მოკლეს იმ საბედისწერო დღეს მთიდან დილით ადრე წამოსულებმა. მკვლელობის ადგილის დეტალურმა დათვალიერებამ მკვლელობის სურათი აღადგინა: მკვლელები მკვლელობის ადგილიდან ცოტა მოშორებით მდ. არგუნის გაღმა გავიდნენ, ნაპირს დაბლა ჩამოჰყვნენ და მურყნარში ჩასაფრდნენ, ახალგაზრდა ნორჩი მურყანის ტოტიც გადატეხეს, რომ სამზირი გაეფართოებინათ. წყალგაღმიდან დაუმიზნეს და ესროლეს ცხენის წინ მიმავალ მ. მაჩალიკაშვილს, ასევე მოინახა კაცი რომელმაც დაასახელა მკვლელობის დამკვეთი – მკვლელის დედა.
გავიდა ხანი. წამოიზარდა მოკლულის ძმისშვილი, რომელიც გროზნოში გაემგზავრა და იქ დაიწყო მუშაობა. გზადაგზა იკვლევდა მკვლელის ვინაობას, ადგილსამყოფელს და ერთ ღამესაც შუა სოფელში მიადგა სახლს და დაუძახა. მასპინძელმა კარში გამოიხედა, იკითხა რომელი ხარო და ჭიშკრისკენ წამოვიდა. შურისმაძიებელი შეეკითხა, შენ არ ხარო მავანი და როცა დადებითი პასუხი მიიღო, ჰკითხა:
-რატომ მოკალი ბიძაჩემი, რა დაგიშავა?
-აუჰ! – ამის თქმაღა მოასწრო და პისტოლეტმაც იქუხა.
შურისმაძიებელმა სწრაფად დატოვა სოფელი და იქვე ნაპირას მდგომ ძველ დანგრეულ სკოლის შენობას შეაფარა თავი. სოფელში განგაში ატყდა, შეიარაღებული ხალხი დაეძებდა სისხლის ამღებს და არავის აზრად არ მოსვლია, შეეხედათ დანგრეულ, ბურახმოდებულ შენობაში. ის კი შუაღამისას, როცა ყველაფერი მიჩუმდა, გამოვიდა, რკინისგზის ლიანდაგს გაუყვა და ჩავიდა სოფელ სამაშკაში დეიდასთან, რომელიც იმ სოფელში იყო გათხოვილი.
ერთ-ერთ მდევარს, მოკლულის ნათესავს, შემდეგ ეთქვა, რომ ვერაფრით ვესროდი თოფს იმ ახალგაზრდას, რომელიც ისეთი მამაცი აღმოჩნდა, მარტო შევიდა ჩეჩნების სოფელში და ნათესავებითა და გვარ-ტომით შემორტყმული კაცი მოკლა და ბიძის სისხლი აიღო. მართლაც მამაცი იყო მუხმადის ძმისშვილი, სანაქებო ყუანახი დადგებოდა, ახალგაზრდა რომ არ წასულიყო ამ ქვეყნიდან: რუსის ჯარისკაცებთან შეტაკებაში დაიღუპა ინგუშეთის მთებში ინგუშ მეგობართან ერთად.
მოსისხლეობა რომ დრემდე არსებობს ამას ადასტურებს 2 წლის წინ პანკისიდან გადახვეწილი ომარ ფარეულიძის დევნაც. მიუხედავად იმის რომ ფარეულიძე დღემდე ამბობს რომ იგი მკვლელი არ არის ამას ვერ უმტკიცებს კუშტანაშვილების გვარს. სწორედ ამიტომ ის ხეობას გაეცალა და ახლა სხვა ქვეყანაში დევნილია.

ომარი ფარეულიძე ახალგაზრდა ფერმერი კაცი იყო. ჰყავდა უიმარავი ცვხარი ძროხა ცხენი. საქონელის მოვლით მის ოჯახს არაფერი ეკლდა და სოფელშიც შეძლებულ გლეხად ითვლებოდა.
ამ წლის ივნისში ფარეულიძემ ტრდიციულად გადაწყვიტა მტაში წასვლამდე მწყემსი ეირავებინა . მართლად სოფელ ომალოელი იმედაშვილს  მოურიგდა და მასთან ერთად საქონელი მთაში გარეკა.
საუბედუროდ დაქირავებული მწყემსი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. თავის ცხენით კლდეებში გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგედია ფარეულიძემ თვითონ შეატყობიან სოფელს მწყემსი ჩამოასვენეს და სოფელში დაკრძალეს.
აი ამის მერე იწყება ახალი ამბავი
იმედაშვილების  გვარის უფროსებმა გაიხსენეს რომ მათ წინაპარს ასი წლის წინ მოუკლიავს ერთ ერთ ერთი ფარეულიძე. გვარმა იმსჯელა და ჩათვალა რომ სწორედ წინაპრის სისხლი აიღო ამით ომარმა და იმედაშვილი  კი არ დაიღუპა უბედური შემთხვევის დროს არამედ ის ფარეულიძემ მოკლა.
ამის მერე იწყება ფარეულიძეს შევიწროვებვა. მიუხედავად იმისა რომ ფარეულიძემ მიმართა უხუცესებს, მათთან ერთად ისაუბრა დაიფიცა აღწერა რომ უბედური შემთხვევის ყველა დეტალი. მიუხედავად იმის რომ მწყემისის გარედაცვალება პოლიციამ უბედურ შემთხვევად ჩათვალა.იმედაშვილების  გვარმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება რომ ფარეულიძე უნდა დაესაჯათ და მისი სისხლი აეღოთ. ზაფხულში ფარეულიძეს მთაში ფერმას ცეცხლი წაუკიდეს,  მეჩეთში მისულს კი უთხრეს რომ სიკვდილისთვის მზად უნდა ყოფილიყო რადგან მალე მოკლავდნენ მას ან მის ოჯახის წევრს. ოჯახმა ამდენ წნეხს ვეღარ გაუძლო თავისი ქონება სახლი კარი მიატოვა და ქვეყნიდან გაიცა .
და ეს მერამდენე შემთხვევა ? ალბათ მეათასე ….
სად არის ამ დროს სახელმწიფო და სამართალი ? არსად პანკისი ხეობაში ყველა კანონი და კონსტიტუცია მთის კანონებთან დაჩრდილულია. და ვგონებ კიდევ დიდხანს ინება ასე საუკუნეების მანძილზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.