კელი დეგნანი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ეპყრობოდნენ პატივისცემით, ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების უფლება, განურჩევლად იმისა, ვინ არიან ან ვინ უყვართ

ყველა ადამიანს აქვს უფლება ეპყრობოდნენ ღირსებით, პატივისცემით, ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების უფლება, შიშის გარეშე, განურჩევლად იმისა, ვინ არიან ან ვინ უყვართ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის რეგიონულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, განვიხილავთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას LGBT Q+ თემი საქართველოსა და რეგიონში. ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებები პოლიტიკის პრიორიტეტის რანგში აქვს, რადგან გვჯერა , რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ეპყრობოდნენ ღირსებით, პატივისცემით, ჰქონდეს თავისუფლად ცხოვრების უფლება, შიშის გარეშე, განურჩევლად იმისა, ვინ არიან ან ვინ უყვართ. მათი ეს უფლება არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არ ლახავს საზოგადოებას, კულტურას ან ტრადიციას. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომელიც განმტკიცებულია როგორც აშშ-ის, ასევე, საქართველოს კონსტიტუციაში და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა კონვენციაში. ეს ძალიან ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ადამიანს უნდა ეპყრობოდნენ ღირსებით, პატივისცემითა და ტოლერანტობით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.