ქართველი პარლამენტარები საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ათენში, საქართველოს საელჩოს რეზიდენციაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა დიასპორის წარმომადგენლებს ესაუბრნენ რუსეთის აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ სიტუაციაზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივას და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში გაგრძელდა და დელეგაციის წევრებმა დიასპორის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს მსგავსი შეხვედრის გამართვის მნიშვნელობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.