ირაკლი ქადაგიშვილი: საგანგებო სხდომის მოწვევას სჭირდება თავისი პროცედურების გავლა და არა სმს-ით შეტყობინება

კონსტიტუციით განსაზღვრულია პროცედურები, მათ შორის რიგგარეშე და საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო სხდომის მოწვევას სჭირდება თავისი პროცედურების გავლა და არა სმს-ით შეტყობინება.

„კონსტიტუციით განსაზღვრულია პროცედურები, მათ შორის რიგგარეშე და საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა დაიცვას ეს პროცედურები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ქაოსს, რომლის მოწყობაც ახლა ოპოზიციას სურს. საგანგებო სხდომის მოწვევას სჭირდება თავისი პროცედურების გავლა და არა სმს-ით შეტყობინება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

29 ივნისს, გადაცემაში „იმედი LIVE“, პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტზეც ისაუბრა – გაიხსენა თვითმფრინავის ეპიზოდი და ის, თუ როგორ ითხოვდა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სხდომის დანიშვნას ისე, რომ ეს პარლამენტთან შეთანხმებული არ იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.