2016 წლის  სექტემბრიდან “კვლევისა და განვითარების ფონდი” გთავაზობთ ლეგო-ს ორ საგანმანათლებლო პროგრამას – “შექმენი შენი ისტორია” და “სახალისო მათემატიკა”. პროგრამები განკუთვნილია ბაღის დამამთავრებელი ჯგუფებისა და სკოლის 1-2 კლასების მოსწავლეებისთვის. შეხვედრაზე დეტალურად გაგაცნობთ ლეგო-ს საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებსა და მეთოდიკას, რატომ არის ლეგო-ს პროგრამების გამოყენება სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი და რომელი უნარების განვითარებას უწყობს ის ხელს მოსწავლეებში. ხვალ 21 ივნისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება ახალი პროგრამების პრეზენტაცია მშობლებისა და დაინტერესებული პირებისათვის და განაცხადების მიღება