სოციალურ პროექტს #მემეგობრეს შეხვედრა

დღეს ქ. ფოთის #16 საბავშვო–ბაღი ,,თოლია”–ს ჯგუფი ,,ცისარტყელა” შეუერთდა სოციალურ პროექტს #მემეგობრე რომელსაც სოციალური განვითარების აკადემია ანხორციელებს

„-პროექტი მიმართულია საზოგადოებაში განსხვავებული ნიშნის მქონე პიროვნებების ინტეგრირებაზე. თითოეული ადამიანი უნდა იყოს ნაწილი ჩვენი ქალაქის და სოციუმის , განურჩევლად , რელიგიის , შეზღუდული შესაძლებლობების , ორიენტაციის და ა. შ. საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინდივიდი განსხვავებული ღირებულებებით და იდეებით , ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ადამიანებს , იყვნენ საკუთარი თავი და არ შევზღუდოთ მათი პირადი სივრცე . #მემეგობრე , ნუ გამრიყავ იმის გამო რომ ყველას არ ვგავარ “ – ამბობს აქტივისტი მარიამ მედულაშვილი
პროექტის გარშემო გაერთიანდნენ სტუდენტები და პრეზენტაცია წარადგინეს საქართველოს უნივერსიტეტში სადაც ეთნიკური ნიშნით გამახვავებული ადამიანები წარმოადგენდნენ თაბისი ქვეყნის ტრადიციულ სამოსსა და ცეკვებს , სხვა ნიშნით განსხვავებებზე პროექტის ორგამოზატორებმა ისაუბრეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.