რელიგიური შურისძიება თუ ოჯახური კომფლიქტი, რა გახდა გოგიტა დევაძის ცემის მიზეზი ?

რელიგიური შურისძიება თუ ოჯახური კონფლიქტი, რა გახდა გოგიტა დევაძის ცემის მიზეზი ?
22 დეკემბერს თბილისში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე გოგიტა დევაძეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავს დაესხნენ. თავდასხმელები გადაადგილდებოდნენ ველოსიპედით და მალევე მიიმალნენ. თავად დაზარალებული კი სტაციონარში იქნა გადაყვანილი. ჩვენმა კორესპონდენტმა მოახერხა დაზარალებულისგან კომენტარის აღება :
– რამდენადაც გასაკვირვიც არ უნდა იყოს ვიცოდი რომ ჩემზე თავდასხმა იგეგმებოდა, თუმცა ვცდილობდი რომ იმ ადამიანთა ჯგუფთან რომლებიც მეც და ჩემს ოჯახსაც ამდენი წელია ემუქრებიან როგორმე ამეხსნა რომ მუქარის ფორმით ურთიერთობები ვერ გამოვიდოდა
– ანუ თქვენ მანამდეც გემუქრებოდნენ ?
– კი ჩემი ძმის მეუღლის ოჯახისგან მქონდა მუქარები და ზეწოლა. პრობლემა კი ის არის რომ უკვე რამდენიმე წელია ჩემი ძმა და მისი მეუღლე საქართველოში აღარ ცხოვრობენ. მეუღლის ოჯახი კი მათ ქორწინებას მხარს რელიგიური ნიშნის გამო არ ეთანხმებოდა.
– და ეს ადამიანები დაგესხნენ თქვენ თავს ?
– ამ ოჯახის დავალებით დამესხნენ თავს, და მივიღე ამით გაფრთხილება.
– რა უნდათ კონკრეტულად ?
– მეც და ჩემი ძმაც ვართ ქრისტიანები, ჩემი ძმის მეუღლე მარიკა ვადაჭკორიას მამა კი არის რადიკალური ისლამის მიმდვევარი, წლები ის სირიაში იბრძოდა . მისი ოჯახისთვის მიუღებელია ქრისტიანთან ერთად ოჯახის შექმნა და თანაცხოვრება. ისინი თავის დროზე ჩემს ძმას და რძალსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. მოგვიანებით ჩემმა ძმამ შეძლო ქვეყნის დატოვება მეუღლესთან ერთად. თავდასხმელებს კი აინტერესებდათ სად იმყოფებოდნენ. აქამდე მათ რამდენჯერმა შემომითვაელს რომ მეთქვა მათი საცხოვრებელი მისამართი რაზეც უარით ვუპასუხე .
– პოლიციას მიმართეთ ?
– კი პოლიციაში დამკითხეს თუმცა სამწუხაროდ იცით როგორც მუშაობენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელბი. მათი იმედი რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს დღეს ხომ ქვეყნის გარეთ არ იცხოვრებდნენ ?