ელისაბედ მეორის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში გადაასვენეს

დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში გადაასვენეს. პროცესიას თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა, როგორც ადგილზე, ისე პირდაპირი ეთერის მეშვეობით.

გადასვენების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო დედოფლის ოთხივე შვილმა, მეფე ჩარლზის თაოსნობით, მისმა ვაჟებმა – უელსის პრინცმა უილიამმა და სასექსის ჰერცოგმა ჰარიმ და სამეფო ოჯახის სხვა წერებმა. ვესტმინსტერის სასახლეში მათ დედოფალი-კონსორტი კამილა, უელსის პრინცესა კეტრინი, ვესექსის გრაფინია სოფი და სასექსის ჰერცოგინია მეგანი შეუერთდნენ.

დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერში მისი დაკრძალვის ცერემონიამდე დარჩება, მსურველები მისი ხსოვნისადმი პატივის მიგებას შეძლებენ.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.

დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.