კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიაანთკარში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიაანთკარში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. რწმუნებულის თქმით, პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებს.

სოფელ ბარნაბიაანთკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ჯამში, დაგეგმილია 1 კილომეტრი გზის მოწყობა, რაზეც 500 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

შიდა ქართლის რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.