თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

თელავის N17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ თანამდებობა დატოვა. კალმახელიძის განმარტებით, ოჯახური ვითარების გამო, ქვეყნიდან დროებით მიდის.

„არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ დროისათვის სხვაგვარად შეუძლებელია. მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლს და კოლეგებს სამწლიანი თანამშრომლობისთვის“, – წერს გიორგი კალმახელიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კალმახელიძე თელავის N17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2016 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურებოდა.