
Views: 96
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის – გენერალური, განაშენიანებისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალურ გეგმების განხილვა დაიწყო.
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ განიხილა.
კომისიამ სხდომაზე, რომელსაც არასამთვრობო, სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ, გენერალური, განაშენიანებისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალურ გეგმებზე შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინა.