თუშეთის გზაზე სატვირთო მანქანა გადავარდა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, თორღვას აბანოსთან „კამაზის“ ტიპის ავტომანქანა 400 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო.

ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიემართება.