ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ორლოვკა-ბავრას მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციაც 9 თვის წინ დასრულდა, ასფალტზე 12-მეტრიანი ბზარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორმა“ გაავრცელა. აღნიშნული გზა მაგისტრალური მნიშვნელობისაა და ნინოწმინდიდან ბავრამდე მიდის, სადაც სომხეთის საბაჟო პუნქტია განთავსებული. შესაბამისად, გზაზე სატვირთო მანქანები დადიან. გზის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დასრულდა, ხუთვრცლად

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს და გამოძიების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვა მოითხოვეს. დახმარების თხოვნით გარდაცვლილის დედამ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და თქვა, რომ 18 დღეა საქართველოში სამართალს ვერ მიაღწია. ოჯახს საელჩოს წარმომადგენელივრცლად

ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერას” დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს.  ისინი სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათი ხელფასები გასასტუმრებელია. ხოლო სასამართლო დავა, რომლითაც ისინი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ ჭიანურდება. ,, ჩვენი ხელფასი დღემდე არ გაუსტუმრებიათ. ნედლეულის გატანის შესაძლებლობა მივეცით, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არ აპირებენ დავალიანების დაფარვას. სასამართლოსაცვრცლად

გიორგი 24 წლის იყო. შეშას ჭრიდა და ხე დაეცა. მისთვის სამედიცინო დახმარება დროულად რომ აღმოეჩინათ, გადარჩებოდა. სასწრაფომ დაიგვიანა, უახლოეს საავადმყოფომდე გადასაყვანად 3 საათზე მეტი დასჭირდათ და ვერ გადაარჩინეს. ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ, სვანეთში, იდლიანის თემის ოთხივე სოფელთან დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი წყალმა დაფარა და უკვე 35 წელია, მოსახლეობა შემოვლითი, გრძელი, სახიფათო გზითვრცლად

ფოტო არქივიდან ღამის 12 საათისთვის სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, ისროლეს მურად ქავთარაშვილის მისამართით, რომელიც თბილისიდან ახალი ჩამოსული იყო და სახლში შედიოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მურად ქავთარაშვილის მშობლები იმყოფებოდნენ. სახლს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი სამი პირი, მათვრცლად

მარნეულის პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით, 25 წლის მამაკაცი დააკავეს. კიდევ ორ დაკავებულს – 1998 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ბრალად არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 15 წლის გოგონას,ვრცლად

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე მაია ოშხარელმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა 5 000-დან 10 000 ლარამდე გირაოს სანაცვლოდ მათი გათავისუფლების თაობაზე. აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა. როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა თქვა, არსებობდა ბრალდებულების მიმალვის, მათ მიერ მტკიცებულებების განადგურებისავრცლად

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქის, წარმოშობით დაღესტნელი 26 წლის ბათირ მაგომედოვის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. „რეგინფოსთან“ ადვოკატმა გელა ნიკოლაშივილმა განაცხადა, რომ 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მაგომედოვს საქართველოს დასატოვებლად 30 დღის ვადა მიეცა, უკვე გაასაჩივრეს. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მაგომედოვი საქართველოში 2016 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და ოთხი წლითვრცლად

ფოტო პანკისის სათემო რადიოს არქივიდან პანკისის სათემო ორგანიზაცია ეხმაურება 23-24 ივლისს, დუისსა და მატანში მომხდარ ინციდენტებს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანს სცემეს.  ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ დუისში, უმნიშვნელო ამბავზე დაიწყო და არასწორი ქმედებებით, სამწუხაროდ, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაზარალდა მატანში მცხოვრები ორი ადამიანი. იმავე საღამოს, კონფლიქტი მატანში გაგრძელდა,ვრცლად

ფოტო სათემო რადიოს არქივიდან სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში 400-მდე კაცია შეკრებილი და ცენტრალური სამანქანო გზის გადაკეტვას აპირებენ. პროტესტი ქისტებსა და მატნელებს შორის, გუშინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.  სოფელ მატანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დავით მამუკელაშვილის ინფორმაციით, 23 ივლისს, საღამოს, მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, სადაც იქეიფეს. სოფელ დუისში სამანქანო გზაზევრცლად