პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.