რომის პაპი ხმელთაშუა ზღვაში კონფლიქტის მხარეებს დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებსგამოქვეყნდა 15 საათის წინ

რომის პაპი ფრანცისკე მხარეებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული კონფლიქტის გადაჭრისკენ და დიალოგისკენ  მოუწოდებს. „შეშფოთებით ვადევნებ თვალს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებულ დაძაბულობას. მე მხარეებს მოვუწოდებ კონსტრუქციული დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ, რათა გადაიჭრას ეს კონფლიქტი, რომელიც ამ რეგიონში ხალხთა მშვიდობას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა რომის პაპმა ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას. ცნობისთვის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირაა გაიზარდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა აღნიშნულ ტერიტორიულ წყლებში ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები განაახლა. აღნიშნულ საქმიანობას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგება. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი.