“ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა” – ვინ რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებიც 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ

"ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა" - ვინ რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებიც 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა დღეს ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.
სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

mshoblebi.ge 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ რამდენიმე აბიტურიენტს გაესაუბრა:

ნანუკა მუშკუდიანი:
– ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე. ქართულში 70/64, ინგლისური 80/75, ისტორიაში 60/55 ქულა ავიღე.
სიმართლე გითხრათ, 100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მაინც ვფიქრობდი. ბოლომდე დარწმუნებული არ
ვიყავი, რომ 100%-იანს ავიღებდი. სამივე საგანში ვემზადებოდი რეპეტიტორთან.– როგორი მოლოდინები გაქვს? რას გვეტყვი სკოლაში მიღებულ ცოდნაზე?
– მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს წარმატება გავამართლო და წარმატებული მოსწავლე წარმატებულ სტუდენტად ვიქცე, ამიტომ მოლოდინებიც შესაბამისად კარგი მაქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და ჩემმა აქტიურობამ კი განაპირობა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემთვის დაძაბული და უფრო ადვილად მივაღწიე სასურველ შედეგსაც.
მარი ღვინიაშვილი:
– დავამთავრე თბილისის 129-ე საჯარო სკოლა. ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე. ქართულში – 68, ზოგად უნარებში – 68, უცხო ენაში –
80, ისტორიაში კი – 53 ქულა ავიღე. რეპეტიტორებთან ვემზადებოდი და ქულებიდან გამომდინარე მოლოდინიც მქონდა, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი.
– როგორ შეაფასებთ სკოლაში სწავლების დონეს, რომ არა რეპეტიტორები, გაგიჭირდებოდათ ამ შედეგის მიღწევა?
– ვფიქრობ, დიახ. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, ეროვნული გამოცდების ასე წარმატებით ჩასაბარებლად.
თაკო წულაია:
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავამთავრე მარტვილის N1 საჯარო სკოლა. რეპეტიტორთან დავდიოდი. ქართულში -70/66, ინგლისურში – 80/72, ისტორია – 60/58 ქულა დავაგროვე.– როგორ შეფასებ სკოლაში მიღებულ ცოდნას?
– სკოლა საკმარისს განათლებას გაძლევს იმისთვის, რომ აბიტურიენტობისას მასალა უკეთ აითვისო და მარტივად გადაიმერო პროგრამა, მაგრამ რეპეტიტორთან რომ არ მევლო, ვფიქრობ, თავდაჯერებული არ ვიქნებოდი გამოცდებზე გასვლისას. თუმცა, ჩემს სკოლაში პროფესიონალები ასწავლიან, მთავარია, სკოლაში მიხვიდე და ბოლო წელი არ გააცდინო